NATO-უკრაინა

სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინის ადგილი NATO-შია

იენს სტოლტენბერგი
nato.int

ოსლოში NATO-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მოკავშირეები ერთხმად თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს, თუმცა ეს შესაძლებლობა მხოლოდ მისი გამარჯვების შემდეგ განიხილება. 

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველა მოკავშირე თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ [უკრაინისთვის] NATO-ს კარი ღიაა ისევე, როგორც ეს იყო ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ერთხმად თანხმდებიან იმასთან დაკავშირებითაც, რომ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როდის იქნება ამისთვის სწორი დრო, მოკავშირეებმა და უკრაინამ უნდა მიიღონ. მოსკოვი არ წყვეტს NATO-ს გაფართოების საკითხს. ჩვენთვის ასევე ცხადია, რომ ამ წუთისთვის ყველაზე პრიორიტეტული უკრაინის გამარჯვებაა. ალიანსში გაწევრიანებაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, როცა უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული იქნება". - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები