გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი... გამოაგორეს ძველი, ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები, გამოაგორეს სცენაზე… ლორა თორტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელია, საერთოდ არ ახსოვდა არავის და უცებ ესეც კი გამოაგორეს სცენაზე, ანუ ყველა, ვინც გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ყველას ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა.
ქართული ოცნება
კობახიძე: ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორეს, ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა
tbl.ge/6e2w
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




