მინდა დავიწყო მადლობით. [მადლობა] პირადად თქვენი ძალისხმევისთვის ქართველი ხალხის ევროპული მოწოდების მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს შესაბამისი პირობები, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მომავალი შესაძლებელი გახდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, მზად ვართ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რათა გახდეთ მისი განუყოფელი ნაწილი. საჭიროა, ჩვენი უფრო ხშირი და მჭიდრო ურთიერთობა, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არ გაუშვას ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის ჩვენ უნდა დავინახოთ ხელშესახები ცვლილებები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, პიროვნების თავისუფლების, ჟურნალისტების დაცვის, პატიმრების ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების პატივისცემის კუთხით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კრებამ აქამდეც გამოთქვა შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა საქართველოზეა დამოკიდებული რა მომავალს აირჩევს და გაივლის თუ არა ამ გზას.
საქართველო-ევროპა
მეცოლა: მხარს გიჭერთ, თუმცა უნდა დავინახოთ ხელშესახები ცვლილებები დემოკრატიის დაცვის მხრივ
tbl.ge/6e2i
დაკოპირდა

აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა
- ზურაბიშვილი: დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია
- დეგნანი: არის ხალხი, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული კავშირები ევროპასთან
- ბახტაძე: ნებისმიერი სტუმრისთვის თვალსაჩინოა ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან




