რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი უკრაინაში დავაბრუნეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი დააბრუნეს.

"პირველი ნაბიჯი გადაიდგა, 371 ბავშვი სახლშია, უკრაინაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ბავშვი დავაბრუნოთ. ამ თვალსაზრისით, Bring Kids Back UA-ს სახელი ყველაზე მნიშვნელოვანია. მე გულწფრელად ვისურვებ, რომ ყველა ბავშვი უკრაინაში დავაბრუნოთ, მე მხარს ვუჭერ ამ პროგრამას. ბავშვების დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია". - თქვა ზელენსკიმ. 

29 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

"1948 წელს მიღებული გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის (ე) პუნქტის თანახმად, ბავშვების იძულებითი გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში იმ მიზნით, რომ სრულად, ან ნაწილობრივ გაანადგურო ეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის დანაშაულად არის მიჩნეული. უკრაინელი ბავშვების რუსეთსა და მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები შეესაბამება აღნიშნულ კრიტერიუმებს". - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. 

კომენტარები