პრემიერი, როგორც სახელმწიფოს ლიდერი, ჩვენს ქვეყანას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღირსეულად წარმოაჩენს. ცხადია, არავის უნდა უკვირდეს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ყოველ ჯერზე პანიკა აქვს, ვინაიდან, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მათ მზაკვრულ გეგმებს, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება. ამიტომ, ჩვენ ამ რადიკალებისგან სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ჩვენ ის ლიდერი გვყავს, ვინც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავს.
ქართული ოცნება
იონათამიშვილი პრემიერზე: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს
tbl.ge/6e1s
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




