ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, ივნისში პირველ სამხედრო ჯაშუშ თანამგზავრს გაუშვებს

Korean Central News Agency/Korea News Service via AP, File

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ქვეყანა ივნისში თავის პირველ სამხედრო ჯაშუშ თანამგზავრს გააგზავნის. ფხენიანის მტკიცებით, კოსმოსური დაზვერვა სამხრეთ კორეისა და აშშ-ს "უგუნური" სამხედრო წვრთნების მონიტორინგისთვისაა საჭირო. 

განცხადება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის სანაპირო დაცვას აცნობა, რომ ხომალდის გაშვებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ყვითელ ზღვაზე, აღმოსავლეთ ზღვასა და ფილიპინების კუნძულ ლუზონის აღმოსავლეთით წყლებზე.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა მისი ძალები, ჩამოეგდოთ თანამგზავრი ან ნამსხვრევები - თუ ისინი იაპონიის ტერიტორიაზე მოხვდებოდა. ამასთან, სანაპირო დაცვამ გასცა გაფრთხილება იმ გემებისთვის, რომლებიც გაშვების დროს ნამსხვრევების დაცემის რისკის ქვეშ შეიძლება ყოფილიყვნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებმა დაგმეს ქვეყნის დაგეგმილი გაშვება, როგორც ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის აკრძალული ტესტი, ნაკლებად ნათელია, არის თუ არა სატელიტი საკმარისად მოწინავე იმისთვის, რომ შეასრულოს ჩრდილოეთის მთავარი მიზანი - შეძლოს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო აქტივობების თვალყურის დევნება და მონიტორინგი. 

2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა დაახლოებით 100 რაკეტა, მათ შორის ICBM-ები, რომლებიც შექმნილია აშშ-მდე მისაღწევად. ამასთან, რამდენიმე გაშვება მან აღწერა, როგორც იმიტირებული ბირთვული თავდასხმა სამხრეთ კორეის სამიზნეებზე.

კომენტარები