ქართული ოცნება

ოცნების დეპუტატი: უკრაინა ზუსტადაც NATO-ს გამო დაისაჯა, პუტინიც ამას ამბობს და რეალობაა

[უკრაინა] NATO-ს გამო დაისაჯა ზუსტადაც. პუტინიც ამას ამბობს და რეალობაა. ჩვენ თუ დავხუჭავთ თვალებს... აბა რისთვის დაისაჯა?! ჩვენთანაც რატომ დაიწყო 2008 წელს? არ მოგვცეს MAP-ი. არ მოგვცეს MAP-ი და დაიწყო ომი. რისთვის დაიწყო, ეს MAP-ი რისი იყო, NATO-სი, ხო? NATO-ს გულისთვის დაიწყო საერთო ჯამში, ასე არ გამოდის? 

ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე. დღეს, 20 მაისს ბრატისლავაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, არის უკრაინის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი. 

კომენტარები