რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: რუსეთი არ წავა მოლაპარაკებებზე, სანამ ომის მოგებას ცდილობს

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo      

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთს არ ექნება მოლაპარაკების სურვილი, სანამ ის ომში გამარჯვების მიღწევას ჯერ კიდევ ცდილობს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ომთან მიმართებით ზაფხულში მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით "ოპტიმისტურად განწყობილი არაა".

"მე ვხედავ ორივე მხარეს ჯარების კონცენტრაციას, რუსეთის აშკარა ნებას, მოიგოს ომი. [რუსეთი] მოლაპარაკებაზე არ წავა მანამ, სანამ ომში გამარჯვებას ცდილობს". - თქვა ბორელმა.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთმა არაერთხელ გასცა სიგნალი, რომ არ შეწყვეტს სამხედრო კამპანიას, სანამ მიზნებს არ მიაღწევს.

"ვშიშობ, რომ ომი ზაფხულამდე გაგრძელდება. პუტინმა იქ უკვე 300 000-ზე მეტი ადამიანი გაგზავნა - ორჯერ მეტი, ვიდრე შეჭრის დროს". - აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები