იაპონია

შეუფერებელი ქმედების გამო იაპონიის პრემიერის ვაჟი აღმასრულებელი მდივნის პოზიციას ტოვებს

იაპონიის პრემიერმინისტრის თქმით, მისი ვაჟი, შოტარო კიშიდა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილების მიზეზი შოტარო კიშიდას თანამდებობისთვის შეუსაბამო ქცევაა. 

სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ მართავს კიშიდა ნათესავებთან ერთად რეზიდენციაში, პრეზიდენტის კუთვნილ ადგილას იმიტირებულ პრესკონფერენციას. ფოტოები გართობის მიზნით არის გადაღებული და ინტერნეტში გასულ კვირას გამოქვეყნდა. პრემიერის უფროსი ვაჟის ქმედებას საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. 

ფუმიო კიშიდას თქმით, ის საკუთარი ვაჟის ქცევაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

"მე ჩემს ვალდებულებას აღვასრულებ და ყურადღებით მოვუსმენ ხალხს, როცა საკითხის მოგვარება გადაუდებელია... მისი [შოტარო კიშიდას] საჯარო სივრცეში ქმედება შეუსაბამო იყო პირისთვის, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა უკავია, როგორც პოლიტიკურ მრჩეველს". - აღნიშნა ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერმა.  

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შოტარო კიშიდას გათავისუფლება დაგვიანებულია და პრემიერმა აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატი დანიშნა. 

კომენტარები