ესპანეთი

ესპანეთის პრემიერმინისტრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 ივლისს დანიშნა

პედრო სანჩესი
Reuters

23 მაისს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ისაუბრა. სანჩესმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა სოციალისტურმა მუშათა პარტიამ რეგიონულ არჩევნებში 12 რეგიონიდან მხოლოდ სამში შეძლო გამარჯვება. 

"გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც გუშინ არჩევნების შედეგები". – თქვა სანჩესმა სატელევიზიო მიმართვისას.

რეგიონულ არჩევნებში სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ჯამში 28.2% აიღო, ხოლო კონსერვატიულმა პოპულარულმა პარტიის მხარდაჭერა (PP) 2019 წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და ჯამში 31.1% აიღო. 

კომენტარები