ავიარეისი

Asiana Airlines-ის მგზავრმა თვითმფრინავის დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე კარი გამოხსნა

Yonhap

Asiana Airlines-ის ავიახაზების მგზავრმა თვითმფრინავის დანიშნულების ადგილას დაჯდომამდე რამდენიმე წუთით ადრე კარი გამოხსნა, რითაც დანარჩენი მგზავრების პანიკა გამოიწვია

თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუს მიმართულებით მიფრინავდა. რეისის დასასრულს, როცა თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერში, მიწიდან 213 მ-ზე იყო, 30 წლის კაცმა კარი გახსნა. 

საინფორმაციო სააგენტო Yonhap News Agency-ის ცნობით, მგზავრმა, რომელიც თვითმფრინავის დაჯდომის შემდგომ დააკავეს, პოლიციელებს განუმარტა, რომ მისი ქმედების მიზეზი დისკომფორტი იყო. მას სურდა ტრანსპორტიდან, რაც შეიძლება მალე გადმოსულიყო. ამასთან, ახალგაზრდა კაცის თქმით, მისი დაძაბულობა სამსახურის დაკარგვით იყო გამოწვეული. 

ინციდენტის შემდეგ ცხრა მგზავრი სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ საათში მათი მდგომარეობა დასტაბილურდა და ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერეს. 

კომენტარები