რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევის თქმით, "უკრაინაში კონფლიქტი" ათწლეულები გაგრძელდება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინაში "სამხედრო კონფლიქტი", შესაძლოა, ათწლეულები გაგრძელდეს

"ეს კონფლიქტი ძალიან დიდხანს, ალბათ, ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება. ეს არის ახალი რეალობა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე [უკრაინას] ასეთი მმართველი ძალა ეყოლება, იქნება, მაგალითად, სამი წლის მანძილზე ზავი, ორი წლის განმავლობაში კონფლიქტი და ყველაფერი ისევ ახლიდან განმეორდება. კიევში ნაცისტური მმართველობა უნდა განადგურდეს". – თქვა მედვედევმა.

კომენტარები