26 მაისი

ჩერგოლეიშვილი: 28 მაისს ვაჩვენებთ, რატომ ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა

პირველ რიგში, ყველას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და პირველი რესპუბლიკის 105-ე წლისთავს. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მონაპოვარია, რადგან ძალიან ძვირფასი ადამიანები შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებას და დღეს ჩვენ ვართ ისტორიულ გზაგასაყრზე, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა კურსი შეცვალოს და რეალურად, რუსეთის ჭაობში მიგვაქანებს.

იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, ჩვენი უამრავი ღირსეული თანამემამულე შეეწირა რუსეთთან ბრძოლას და დღეს მათი მემკვიდრეობის უარყოფა ხდება და სწორედ ამის აღსანიშნავად, 28 მაისს ჩვენ გავაკეთებთ შინაარსიან აღნიშვნას საქართველოს თავისუფლების და ყველას ვთხოვთ, მოვიდნენ საღამოს 20:00 საათზე პარლამენტთან, განურჩევლად მათი პარტიული გემოვნებისა. თუ თვლიან, რომ ჩვენი ისტორიული მისია არის შინ, ევროპაში დაბრუნება და თავისუფალ ერთა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, ამას ნახავენ, რატომ არის მნიშვნელოვანი და რატომ ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა. ამას ნახავენ პარლამენტთან, სადაც გავაცოცხლებთ ჩვენს ისტორიულ პერსონაჟებს და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რა არის ქართული და რატომ არის ერთი ერთში რუსული ის, რასაც ქართული ოცნების რეჟიმი გვთავაზობს და რატომ არის ქართული ოცნება, ივანიშვილის რეჟიმი, რუსული რეჟიმი. 

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტთან გაიმართება აქცია - გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

კომენტარები