26 მაისი

ხვადაგიანი: ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის, ჟორდანიას სიტყვები დღევანდელობასაც შეესაბამება

"საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარა, ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ, რუსეთის გზა მიდის აზიისკენ" - ეს არის ნოე ჟორდანიას სიტყვები და ეს თქვა მაშინ როცა, საქართველოს რესპუბლიკა აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დასავლეთის ქვეყნებმა.

დღევანდელ დღესაც ძალიან კარგად შეესაბამება ეს სიტყვები, რომელიც 1920 წელს ითქვა.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩვენი გზა რუსეთთან ერთად არ მიდის, მიდის ევროპისკენ.

დღეს გვაქვს გამოფენა, სადაც სხვადასხვა ნივთს ვყიდით, ასევე, ხალხს ვეპატიჟებით აქციაზე 28 მაისს, რომელიც გაიმართება 20:00-ზე, პარლამენტის წინ.

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.

28 მაისს, 20:00-ზე პარლამენტთან გაიმართება აქცია - "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ", რომლის ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი

კომენტარები