აქცია გარუსების წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: 28 მაისს დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ისტორიას შევახვედრებთ

ჩვენ გვმართავს პუტინისტური რეჟიმი, რომელმაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიზანსცენიდან ევროპის დროშები ჩამოგლიჯა. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დროშებით თუ დროშების გარეშე ეს არის პუტინისტური რეჟიმი. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. იმის გამო, რომ სახელმწიფოს აქვს პრივილეგია, 26 მაისი აღნიშნოს, ჩვენ 28 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 105 წლის თავს აღვნიშნავთ და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ისტორიას შევახვედრებთ. იმას, თუ რას ნიშნავს რეალურად საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორ ფიქრობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე. რას ფიქრობდნენ საქართველოზე, ქართველებზე, ქართულ იდენტობაზე ჩვენი ეროვნული გმირები, ისტორიული პერსონაჟები - ილია, ვაჟა და სხვები. ამას ვაკეთებთ 28 მაისს. ჩავთვალეთ, რომ საუკეთესო ანონსი ამისთვის იქნებოდა ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დადგომისას, რუსეთის საელჩოს შენობის წინ კრემლი დაგვეწვა.

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ - 28 მაისს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.

კომენტარები