აქცია გარუსების წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: 28 მაისს გარუსების წინააღმდეგ ვიკრიბებით, სათქმელს ეროვნული გმირები ამბობენ

პირველი რესპუბლიკის 125 წელი სრულდება 26 მაისს. ამ დღის აღსანიშნავად, 28 მაისს გვსურს შევიკრიბოთ და საქართველოს გარუსების წინააღმდეგ გამოვიდეთ ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების სახელით. შევიკრიბებით 28 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან. მანამდე დავიწყებთ კამპანიას – ჩვენ გვინდა შევახსენოთ ჩვენი იდენტობის შესახებ, ჩვენი ისტორიული და ეროვნული გმირების სათქმელი, ჩვენ სათქმელს ამბობს ჩვენი ისტორია. დღეს ძალიან ცდილობენ ნაძირლები, რომ პატრიოტიზმს ამოეფარონ და დაგვაშორონ ჩვენს ეროვნულ მიზანს, ჩვენს ისტორიულ მისიას. სწორედ ამას [კამპანიას] მოემსახურება შემდეგი 10 დღე

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ - 28 მაისს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.

კომენტარები