რუსეთი-შვედეთი

რუსეთმა ქვეყნიდან ხუთი შვედი დიპლომატი გააძევა და გეტებორგში გენერალურ საკონსულოს ხურავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ხუთი შვედი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. რუსეთი 25 აპრილს შვედეთში რუსული უცხოური ინსტიტუტების ხუთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ღიად მტრულ ქმედებას უწოდებს

"მათ ევალებათ დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რა ვადაც შვედეთის ხელისუფლებამ ჩვენი თანამშრომლების გასასვლელად გამოყო". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, 25 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა, რომელსაც უთხრეს, რომ სტოკჰოლმის მიერ რუსი დიპლომატებს გაძევების საპასუხოდ მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ 2023 წლის 1 სექტემბრიდან გეტებორგში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს საქმიანობა შეწყვიტოს.

"შვედეთის ხელისუფლების ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააუარესა ვითარება ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებმაც უპრეცედენტო დაბალ დონეს მიაღწიეს, განსაკუთრებით შვედეთში უწყვეტი რუსოფობიური კამპანიის შედეგად". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები