სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოზე დრონის თავდასხმის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვედეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სააგენტო TASS-ს განუცხადა.
"ხვალ სტოკჰოლმი მიიღებს საპროტესტო ნოტას. შვედეთმა უნდა დააშოშმინოს საკუთარი ულტრარადიკალები, აიღოს კონტროლი სიტუაციაზე და მკაცრად დაიცვას ვენის კონვენცია". - აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე სტოკჰოლმში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ 25 მაისს მათ შენობას დრონით თავს დაესხნენ. საელჩოს ცნობით, დრონმა შენობის შესასვლელთან საღებავით სავსე კონტეინერი ჩამოაგდო.
საელჩოს განცხადებით, მსგავსი თავდასხმები უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება.





