ჩამოფრენილ მგზავრს სადაც უნდა იქ წავა. რომ ჩამოფრინდება, მერე გინდა თელ-ავივში წავა, გინდა პარიზში და გინდ თბილისში წავა. ვინ რას აპირებს ეგ ერთია და თბილისის აეროპორტს სატრანზიტო ძალა არ აქვს. მარკეტინგული ხოდია, თბილისს სატრანზიტო ძალა არ აქვს და რას ნიშნავს, თქვენით დაადგინეთ. რატომ არ შევთავაზებ? მე მინდა კლიენტი, თბილისიდან თუ წავა პარიზში, დიდი მადლობელი ვიქნები. ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, სადაც უნდა და როცა უნდა გაფრინდეს. რა ფაშისტური ხოდები გაქვთ, ვერ გავიგე?
რუსეთი-საქართველო
"მარკეტინგული ხოდია" – გაიაშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებზე
tbl.ge/6du7
დაკოპირდა

პასუხობს Georgian Airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი Formula-ს კითხვაზე, შეასრულებს თუ არა ქართული კომპანია რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ფრენებს ევროპის მიმართულებით. გაიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ფრენებზე მოლოდინები არ გამართლდა და მათზე ჯერჯერობით 50%-იანი დატვირთვაც კი არ არის.
ამავე თემაზე
- ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას
- ეს ექსტრემისტები იყვნენ - ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
- ზახაროვა: თბილისმა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის მტკიცე არჩევანი გააკეთა
- ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
- სპუტნიკი: საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა




