პრემიერს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც საქართველოს პოლიტიკასა და პრიორიტეტებს უკავშირდება. ბუნებრივია, მათ შორის, პრემიერი შეეხო იმ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებთან. ჩვენი პოლიტიკა ძალიან მკაფიოა. ჩვენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ და ეს გამოხატულია არა მარტო სიტყვებით, არამედ, კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც მხარდაჭერაა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან ერთად, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებითაც. ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ. ლოგიკა მარტივია - ჩვენ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ვერ დავშლით, აქედან გამომდინარე, სანქციები არ განიხილება.
tbl.ge/6ds5
დაკოპირდა

ასე შეაფასა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




