პოლონეთის თავდაცვა

პოლონეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამის დაწყებას გეგმავს

მარიუშ ბლაშჩაკი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთი 2023 წელს წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამის დაწყებას გეგმავს

"ვიწყებთ პროგრამის - "Orka" იმპლემენტაციას. წელს ვგეგმავთ წყალქვეშა ნავებისა და საჭირო ტექნოლოგიების შესყიდვის პროცედურის დაწყებას". - აღნიშნა მარიუშ ბლაშჩაკმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გამართულ კონფერენციაზე. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ პოლონეთმა სამხედრო ხარჯები გაზარდა. 2023 წლისთვის მთავრობა თავდაცვის სექტორზე მშპ-ს 4%-ის დახარჯვას აპირებს. იგეგმება ჯარის რაოდენობის გაორმაგებაც. 

თავდაცვის მინისტრის თმით, მალე დაიწყება ტენდერი. დამატებით ინფორმაციას წყალქვეშა ნავების საჭირო რაოდენობასთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომენტარები