ქართული კინო

25 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში ქართული ფილმი "რატომ ვართ ერთად" გამოვა

25 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში ილო ღლონტის ახალი კომედიური დრამა რატომ ვართ ერთად გამოდის.

ფილმი რეალურ, თბილისში მომხდარ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც რეჟისორს ახალგაზრდობაში გადახდა. სურათში მთავარ როლებს ილო ღლონტის ოჯახის წევრები: მამა – ლევან ღლონტი, ძმა – ივანე ღლონტი და ბებია მარინე ყუბანეიშვილი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო მარინე ყუბანეიშვილმა. 

სეანსზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ ამ ბმულზე.

კომენტარები