რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდიდან რუსული ბირთვული მარაგის ნაწილის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს – იუსოვი

УНИАН 

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრიი იუსოვის თქმით, ბელგოროდის ოლქიდან რუსული ბირთვული მარაგის ნაწილის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება

ამავე ინფორმაციით, ამჟამად ევაკუაცია გრივორონის რაიონში მიმდინარეობს, სადაც განთავსებულია რუსული ატომური საცავი, სახელად Belgorod-22

"სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს Belgorod-22-ის ობიექტიდან, რომელიც არის ატომური საბრძოლო მასალის საცავი. ეს ადგილი გრაივორონსკის რაიონიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს". - თქვა იუსოვმა.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი თავისუფალი რუსეთი აცხადებს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ წინააღმდეგობა არ გაწიონ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებს კადრებს, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული არიან საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. 

რუსეთის თავისუფლება ვიდეოში რუსებს მიმართავენ, რომ "ისეთივე რუსები" არიან და ამბობენ, რომ "სახლში ბრუნდებიან".

რუსული მხარე მათ ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შეღწევის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ უკრაინის მხრიდან ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონზე საარტილერიო იერიში გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე იერიშების პარალელურად "საინფორმაციო თავდასხმასაც" ახორციელებს. მისი ინფორმაციით, იერიშები დრონებითაც მიიტანეს.

2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები