რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდა – გლადკოვი

BBC/Telegram

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განმარტებით, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდა. 

"ბელგოროდის ოლქში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს". – წერს იგი საკუთარ ტელეგრამ არხზე. 

მისივე განმარტებით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ითვალისწინებს მოქალაქეთა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას, ასევე იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, რომლებიც ფეთქებად, რადიოაქტიურ, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს იყენებენ.

აქამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, უკრაინული არმიის დივერსიული ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონის რაიონში შევიდნენ. ეს რუსეთის პირველი ოფიციალური კომენტარია მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) გამოაცხადა, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება

გლადკოვის ინფორმაციით, მობილიზებულია რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და უსაფრთხოების სამსახური. მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ დაწყებულა. 

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია დივერსანტების შემოჭრის შესახებ და სამსახურები მათ გაძევებაზე მუშაობენ. 

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანესრუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ წინააღმდეგობა არ გაწიონ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებს კადრებს, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული არიან საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. 

რუსეთის თავისუფლება ვიდეოში რუსებს მიმართავენ, რომ "ისეთივე რუსები" არიან და ამბობენ, რომ "სახლში ბრუნდებიან".

ამასთანავე, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ უკრაინის მხრიდან ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონზე საარტილერიო იერიში გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე იერიშების პარალელურად "საინფორმაციო თავდასხმასაც" ახორციელებს. მისი ინფორმაციით, იერიშები დრონებითაც მიიტანეს.

2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები