რუსეთთან უვიზო მიმოსვლა

მდინარაძე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი ჩაყოლილია ნაცურ ნარატივს

"ქორწილის მეორე დღე გადაიდო, აი, ამ ნაცურ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს და ამავდროულად არასწორს. შეიცავს მისი გაკეთებული განცხადება ტყუილ ინფორმაციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს, იმიტომ, რომ ასეთი საკითხებით გომელაური და მისი უწყება დაკავებული არ არის. ასეთი რამ არ უთქვამს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა. როდესაც პრეზიდენტის მესიჯები აძლიერებს სპეკულაციურ ნარატივს ემოციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციაზე გათვლილს, ეს არის ნაცური ნარატივი და ეს არის სამწუხარო. ფიზიკური გადარჩენის საკითხებზე შეიძლება დადგეს სასაუბრო თემა და ამ დროს პრეზიდენტი ჩაყოლილია ნაცურ ნარატივს თავიდან ბოლომდე. ახლა, თვითონ ჩაჯდება თუ არა რომელიმე თვითმფრინავში, ეს არის მეასე ხარისხოვანი".

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.  

კომენტარები