ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინი: შოიგუ და გერასიმოვი ოდესმე პასუხს აგებენ საკუთარი ქმედებებისთვის

ჩვენ ბახმუტში მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ვებრძოდით. ვებრძოდით რუსულ ბიუროკრატიასაც, რომელიც გვაფერხებდა, განსაკუთრებით ეს ეხება ვერშემდგარ სამხედრო ბიუროკრატებს. მათი სახელები ცნობილია: [რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი] შოიგუ და [გენერალური შტაბის მეთაური, ვალერი] გერასიმოვი, რომლებმაც ომი საკუთარ გართობად აქციეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი ახირებები ომში შესრულდებოდა. ამ ახირებების გამო დაიღუპა ხუთჯერ მეტი ბიჭი, ვიდრე უნდა მომკვდარიყო. და ოდესმე, ისტორიაში ისინი პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის, რუსულად რომ ვთქვათ, ბოროტმოქმედებებისთვის. ჩვენ გვაქვს მათი სია, ვინც გვეხმარებოდა და ვინც აქტიურად გვიშლიდა ხელს, ფაქტობრივად მტერს უჭერდა მხარს.

თქვა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეოში, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღო. გასულ დღეებში პრიგოჟინი სამხედრო მაღალჩინოსნების სიკვდილით დასჯის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობდა.

კომენტარები