საქართველო-რუსეთი

არ შემიძლია დადასტურება, უფლება არ მაქვს – ყვარლის სასტუმრო ლავროვის შვილის მათთან ყოფნაზე

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა მეუღლესთან ერთად ყვარელში, სასტუმრო Kvareli Lake Resort-ში იმყოფება. 

ტაბულას ჟურნალისტი შეეცადა სასტუმროსთან დაკავშირებას, თუმცა სასტუმროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ აქვს აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების უფლება.

ხოშტარიას თქმით, ეკატერინა ლავროვა თბილისში, მეუღლის ძმის ქორწილში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ყვარელსა და ახაშენში გაემგზავრა. 

კომენტარები