საქართველო-რუსეთი

ჭიქაშვილი: მივმართეთ უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს, ჰქონდეს უვიზო

საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით და პასუხისმგებლობით  - "სოლიდარობა მშვიდობის" სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილები, ჩვენ გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა მეორე მხარე - რუსეთის მხარე, რუსეთის დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიტ კალაშნიკოვთან და კაზბეკ კაისაევთან, დავაყენეთ ორი საკითხი - საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო პირდაპირი ფრენები. 

ჩვენ მივმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, ასევე, ამ ფორუმში მონაწილე ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს, ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. 

ამას გარდა, შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა - შედეგი მიღწეულია. თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება.

ყველაზე მთავარი. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და კონკრეტულად დღეს - შედეგი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, 23 წლის შედეგია. 

შედეგი, რომელზეც ვსაუბრობთ, მიღწეულია, მაგრამ ამას უნდა შენარჩუნება. 

კეთილსინდისიერად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და მიზანი, რომელსაც მივაღწიეთ, შენარჩუნება უნდა.

ამბობს რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილი, პრორუსი, მერაბ ჭიქაშვილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისი დაეშვა, რომელიც ავიაკომპანია აზიმუტმა განახორციელა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია დროა და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

კომენტარები