პირდაპირი ფრენები რუსეთიდან

ბუღაძე: "პუტინის თვითმფრინავის" შემოღწევით, 25 თებერვლის შემოჭრის მსგავსთან გვაქვს საქმე

ცხადია, მოვლენებს ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ შეგრძნება ისეთი მაქვს, რომ "პუტინის თვითმფრინავის" შემოღწევით ჩვენს ქვეყანაში, მე-11 არმიის 25 თებერვლის შემოჭრის მსგავსთან გვაქვს საქმე: ერთგვარ "დაშაქრულ" 25 თებერვალთან, რომელიც იმავე მიზნის მატარებელია, როგორიც 100 წლის წინანდელს ჰქონდა - ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და საქართველოს მოწყვეტა ევროპისგან.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დღეს ამ ეფესბეშნიკ-კაგებეშნიკებით შევსებული თვითმფრინავის ჩამოსვლა განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი და ცინიკურია.

წერს მწერალი, ლაშა ბუღაძე Facebook-ზე. 

კომენტარები