საქართველო-რუსეთის

დეგნანი ფრენებზე: რუსი ხალხის სასარგებლოდ და კომფორტისთვისაა და არა ქართველების

მე მესმის, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული, რატომ აქვთ კითხვები ამასთან დაკავშირებით. ეს ქართველების სანქცირების საკითხი არაა. გარკვეული რიცხვები აჩვენებს, რომ დაახლოებით 130 000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში, რომელთა უმრავლესობასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად. მათ, ვისაც რუსეთის დატოვება სურდათ, გასულ წელს ეს უკვე გააკეთეს. მილიონობით რუსი შემოვა საქართველოში. ეს გადაწყვეტილება უფრო რუსი ხალხის სასარგებლოდ და კომფორტისთვისაა და არა ქართველების. გასაგებია, რატომ აქვს ხალხს კითხვები. რატომ აინტერესებთ, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის. რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს, მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და 8 ქართველი მოქალაქე ჰყავს დაკავებული სამხრეთ ოსეთში. კვლავ წნეხის ქვეშ ჰყავს ეს ქვეყანა, მაშინ როდესაც უკრაინას ბომბავს და ესხმის თავს. ასეთ დროს სამართლიანია ქართველების შეშფოთება. 

ამბობს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ფრენებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ დღეს პირველი ფრენა სრულდება რუსეთსა და საქართველოს შორის. 

კომენტარები