ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი: გამოვაცხადებთ ახალ ინიციატივას, რომელიც ლაზარეს თემის სიცოცხლეს დაეხმარება

ეს პროცესი არ ემსახურება მართლმსაჯულებას, ეს პროცესი არის პოლიტიკური, შესაბამისად, როდის გადაიდო [ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო] და გადმოიდო, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვალში ვართ ლაზარეს წინაშე, იმიტომ, რომ მთელმა პროდასავლურმა საზოგადოებამ, 87%-მა მივიღეთ სიკეთე იმ აქციებით, რის გამოც ლაზარე პატიმრობაშია. ჩვენ ვალდებული ვართ, ეს თემა ვაცოცხლოთ იქამდე, სანამ ლაზარეს თავისუფლებას არ მივაღწევთ. არ უნდა დავივიწყოთ ეს თემა, უნდა გვახსოვდეთ. 

ძალიან მალე ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ინიციატივას, რომელიც, ვთვლი, რომ ზუსტად ლაზარეს თემის სიცოცხლეს დაეხმარება - რათა ძალიან სწორ მომენტში ჩვენ შევძლოთ და ის გავათავისუფლოთ. 

ამბობს ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 13 ივნისის 13:00 საათამდე გადაიდო. 

კომენტარები