გემის ჩაძირვა

ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო გემი ამობრუნდა – ეკიპაჟის 39 წევრს ამ დრომდე ეძებენ

Aaron Favila, AP

ჩინეთის შანტონგის პროვინციაში მდებარე ფენგლაე ძინგლუს მეთევზეობის კუთვნილი გემი ინდოეთის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში 16 მაისს, ადგილობრივი დროით დილის სამ საათზე ამოყირავდა. გემის ეკიპაჟის 39 წევრს ამ დრომდე ეძებენ.

სახელმწიფო მედია Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინეთის 17, ფილიპინების 5 და ინდონეზიის 17 მოქალაქის მოსაძებნად ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს ყველანაირი ღონის ხმარებისკენ მოუწოდა.

ჩინურ საზღვაო ხომალდებთან ერთად სამძებრო ოპერაციებს შეუერთდნენ ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების გემებიც.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ჩინეთი მადლობელია ავსტრალიის საზღვაო სამძებრო და სამაშველო დეპარტამენტის, რომელმაც შემთხვევის ადგილას შესაბამისი ავიაცია დროულად გაგზავნა და მიმდებარე წყლებში გემების შესაბამის კოორდინაციაზეც მუშაობდა.

ვანგ ვენბინის, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნები გააგრძელებენ ჩინეთთან ერთად მუშაობას და შეძლებენ დაკარგულების გადარჩენას.

ეკიპაჟის არცერთი წევრი ჯერ არ უპოვიათ.

კომენტარები