გემის ჩაძირვა

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა – ნაპოვნია ორი ცხედარი

aa.com.tr

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. რუსული მედიის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა და ამ დროისთვის მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს.

სატვირთო გემი თურქეთის პროვინციაში, ბართინში ჩაიძირა. პროვინციის გუბერნატორის თქმით, უკვე მიმდინარეობს ეკიპაჟის სხვა წევრების სამაშველო ოპერაცია, თუმცა მდგომარეობას უამინდობას ართულებს. 

კომენტარები