სერგეი ლავროვი

ლავროვი: უსაფრთხოების სანაცვლოდ აშშ სომხეთს ურჩევს, რუსული სამხედრო ბაზები გაიყვანოს

სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 2023 წლის 25 აპრილი.
ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აშშ სომხეთს ურჩევს, რუსული სამხედრო ბაზები და მესაზღვრეები ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს, რის სანაცვლოდაც აშშ სომხეთის უსაფრთხოების პირობას დებს. 

"ეს ღია პროვოკაციაა! ეს არც დიპლომატიაა... აღარ არსებობს ასეთი დიპლომატია. პირდაპირი მოსყიდვაა". - თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად ახორციელებს ზეწოლას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და დსთ-ში რუსეთის მოკავშირეებზე და მათ ოქროს მთებს ჰპირდება.

"ისინი აღმოჩნდნენ ორ ცეცხლს შორის. ეკონომიკური კავშირების ლომის წილი მოდის რუსეთის ფედერაციაზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე, დსთ-ზე. მაგრამ დასავლეთის წილი შუა აზიისა და ამიერკავკასიის ეკონომიკაში იზრდება. დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად სთხოვს მათ, არ გადადგან მისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები და ჰპირდებიან "ოქროს მთებს". თუმცა რეალურად ეს მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევად იქცევა.

პარალელურად, დასავლეთი ამ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს აფართოებს, რომლებიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან, ბრიტანეთისგან, ევროკავშირისგან. ასეთი ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა სივრცის მთელ რიგ ქვეყნებში "უფრო და უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და ცდილობენ კიდეც, შეუკვეთონ მუსიკა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნები სოლიდარულები არიან რუსეთის ფედერაციასთან. ისინი ნამდვილად ჩვენი მოკავშირეები არიან". - ამბობს ლავროვი.

კომენტარები