პოლონეთმა, როგორც არაერთი აგრესიის მსხვერპლმა, კარგად იცის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელობა ომის დროს ჩადენილი დაშაულებისთვის უკრაინაში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები უნდა იყოს დასჯილი სრული მასშტაბით, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და ვიდრე ყველა მსხვერპლი არ მიიღებს კომპენსაციას ტანჯვისთვის. ჩვენ მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას. პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროსაბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ პროგრესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
დუდა: პოლონეთი მხარს დაუჭერს გეგმებს, რომელთა მიზანიც საქართველოს და მოლდოვის დახმარებაა
tbl.ge/6dhl
დაკოპირდა

თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რეიკიავიკის სამიტზე გამოსვლისას. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი]
ამავე თემაზე
- უკრაინამ კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარე ნავთობქარხანას დრონებით კვირაში მეორედ დაარტყა
- ფედოროვი: უახლოეს მომავალში ყირიმი "კუნძულად" გადაიქცევა
- მოსკოვის გარშემო მსუბუქი თვითმფრინავებისა და დრონების ფრენა აკრძალეს
- Politico: ტრამპი მზადაა რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს ჰორმუზის საკითხში EU-ს დახმარების სანაცვლოდ
- სიბიჰა: მივესალმებით G7-ის მტკიცე განცხადებას, მინდა აღვნიშნო ტონის დადებითი ცვლილება




