რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი ვაშინგტონის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ გამორიცხავს

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონმა რუსეთი შესაძლოა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწფოდ აღიაროს. ამის შესახებ ბლინკენმა სენატორ ლინდსი გრემთან დისკუსიისას ისაუბრა

"ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩინეთმა რუსეთის დახმარება შეწყვიტოს, არა? მე მაქვს იდეა. 100 ამერიკელმა სენატორმა შემოგვთავაზა, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს, რათა შევაჩეროთ ისეთი ქვეყნები, რომლებიც, ჩინეთის მსგავსად, რუსეთისთვის იარაღის წყაროა". - აღნიშნა გრემმა. 

გრემის შეკითხვაზე, გამოაცხადებს თუ არა ვაშინგტონი რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ, ბლინკენმა უპასუხა: "არასდროს თქვათ არასდროს". 

სენატორთან დისკუსიისას ბლინკენმა აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ის მიერ აქამდე დაწესებულმა სანქციებმა პეკინი მოსკოვის სამხედრო დახმარებისგან ნაწილობრივ უკვე შეაკავა. 

რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარება გამოიწვევს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას და აშშ-ის აიძულებს, დააწესოს დამატებით შეზღუდვები ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ. 

ომის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაზე უარი თქვა და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისთვის საჭირო ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას დაბლოკავდა. 

კომენტარები