საქართველო-რუსეთი

აჟიოტაჟის შემდეგ, Азимут-მა სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა სრულად ამოიღო

როგორც Эхо кавказа წერს, რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა, სკანდალის ფონზე, სარეგისტრაციო ფორმიდან "ქვეყნის" გრაფა სრულად ამოიღო. ახლა რეგისტრაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტის ან პირადი ნომრის ჩაწერა, საბუთის გამცემი ქვეყნის მითითების გარეშე. 

აქამდე რუსეთის დუმის დეპუტატმა, მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთისა და ასევე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიის წარმომადგენელმა, ზურაბ მაკიევმა რუსეთის პროკურატურას Азимут-ის შემოწმება მოსთხოვა, რადგან ამ უკანასკნელმა კომპანიამ გასულ დღეს, საქართველოსთან პირდაპირი რეისების დაწყებამდე, სარეგისტრაციო ფორმის ქვეყნის გრაფიდან ამოიღო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. 

მაკიევმა წერილი გაუგზავნა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსსაც და ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა მოითხოვა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები