რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა სამხედროებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს

Украинская правда

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს

როგორც უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღის განმავლობაში იერიში 7-ჯერ მიიტანეს რუსული პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის უბნებზე, ასევე დამატებით რუსეთის შვიდ საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობაზე კონტროლის გასაძლიერებლად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების ფედერალური სამსახური რკინიგზისა და ავტობუსის სადგურებზე რეიდებს ატარებენ. პრიორიტეტულ შემოწმებას ამჯერად ყირიმელი თათრები ექვემდებარებიან.

ამავე ინფორმაციით, ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება. დღის განმავლობაში რუსეთმა ივანოვსკის დასახლების მიმართულებით წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა.

კომენტარები