რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკში აფეთქების შედეგად საოკუპაციო რეჟიმის მაღალჩინოსანი დაშავდა

იგორ კორნეტი

ლუგანსკის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, იგორ კორნეტი დაშავდა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები და სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სადალაქოში მოხდა. რუსულ სამთავრობო მედიაში როგორც წერენ, დაშავებულია 5 კაცი, აქედან 3 მძიმე მდგომარეობაშია. ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ კორნეტი სადალაქოს მუდმივი კლიენტი იყო.

ეს დღეს, 15 მაისს ლუგანსკში მომხდარი მორიგი აფეთქება იყო. აქამდე ოკუპანტებმა გაავრცელეს ინფორმაცია უკრაინის სარაკეტო იერიშის შესახებ. მათი ცნობით, სამიზნე ყოფილი საავიაციო სასწავლებელი იყო.

ოკუპირებულ ლუგანსკზე სარაკეტო იერიშები 12-13 მაისსაც განხორციელდა.

კომენტარები