ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

atmit.net

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი (933.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20%-ით (61.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 43.16% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 159.57 მილიონი დოლარი, რაც 19.99%-ით მეტია 2022 წლის აპრილთან შედარებით. 

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $159.57 მლნ;
  2. იტალია - $40.86 მლნ;
  3. აშშ - $34.20 მლნ;
  4. საბერძნეთი - $20.40 მლნ;
  5. ყაზახეთი - $19.73 მლნ;
  6. გერმანია - $18.01 მლნ;
  7. ისრაელი - $16.96 მლნ;
  8. თურქეთი - $9.22 მლნ;
  9. ესპანეთი - $5.15 მლნ;
  10. აზერბაიჯანი - $4.80 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით.

კომენტარები