Eurovision

2023 წლის ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთი გახდა

Youtube

2023 წლის ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული შვედეთი გახდა. მეორე ადგილი ფინეთმა, ხოლო მესამე ადგილი ისრაელმა დაიკავა.

შვედეთის სახელით წელს 2012 წლის ევროვიიზიის გამარჯვებული Loreen მღეროდა. კონკურსის ისტორიაში შვედეთმა მეშვიდეთ გაიმარჯვა. 7 მოგება აქამდე მხოლოდ ირლანდიას ჰქონდა. 

ქართულმა ჟიურიმ მაქსიმალური ქულით ბელგია შეაფასა, ხოლო ქართველი მაყურებლის ფავორიტი სომხეთი გახდა.

წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა. 2024 წლის კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში, შვედეთში  გაიმართება.


ევროვიზიის ქართველი მონაწილე Iru კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა. 

Iru-მ ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ ქენდის ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცადა. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

კომენტარები