Eurovision

ქართველი მონაწილე IRU ევროვიზიას გამოეთიშა

Eurovision

ევროვიზიის ქართველი მონაწილე Iru კონკურსს გამოეთიშა.

მომღერალმა თავისი სიმღერა Echo მეორე ნახევარფინალში შეასრულდა, რომელშიც 16 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.

Iru-მ ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ ქენდის ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.

ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 13 მაისს დასრულდება. წლევანდელი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო მასპინძლობა დიდმა ბრიტანეთმა ითავა.

საქართველო კონკურსის მოგებას მეთხუთმეტედ შეეცადა. აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, ხოლო 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

 

კომენტარები