რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაბომბვის დროს დუმის დეპუტატი დაიჭრა – ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკა

დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოლოდაცკი აფეთქებების შემდეგ რუსული მედიის ეთერში.

ანექსირებული ლუგანსკის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის დროს სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოლოდაცკი და 6 ბავშვი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია RIA ავრცელებს.

"ნაციონალისტების მიერ ლუგანსკის ბარბაროსული დაბომბვის შედეგად ექვსი ბავშვი დაშავდა" - წერს Telegram-ზე ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი, ლეონიდ პასეჩნიკი.

ამასთან. რუსული მედიის ცნობით, დაბომბვისას სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოლოდაცკი დაიჭრა. აღსანიშნია, რომ ვოლოდაცკი რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარს უჭერს და ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაშია.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დეპუტატის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან აფეთქების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვოლოდაცკი უვნებელი ჩანს. ვოდოლაცკი, აფეთქებების შემდეგ, შუბლზე პლასტირითა და ტუჩთან მცირე დაზიანებით რუსული ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა.

კომენტარები