რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინაში წარმოებულ ტანკებს უახლოეს მომავალში ბრძოლაში გამოვიყენებთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები უახლოეს მომავალში, უკრაინაში წარმოებულ ტანკებს, სახელწოდებით Оплот, ბრძოლაში გამოიყენებენ.

ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უკრაინული ტანკის ტესტირებაში თავადვე მონაწილეობს.

"სასიამოვნოა იმ აღჭურვილობის შემოწმება, რომელიც ფრონტის ხაზზე იგზავნება, თუმცა, როდესაც საქმე უკრაინაში დამზადებულ აღჭურვილობას ეხება, სიამოვნების გრძნობა გაცლებით უფრო დიდია. გუშინ, პატივი მერგო თავადვე მიმოღო მონაწილეობა ამ ტანკების ტესტირებაში. დავრწმუნდი, რომ სატანკო გაერთიანების პირველ ხაზში, შესაძლებელია უკრაინული წარმოების ტანკიც მოექცეს, მაგალითად Оплот". - თქვა რეზნიკოვმა.

Оплот-ის ტანკების წარმოება ხარკოვში მიმდინარეობს, უკრაინული ტანკები საბჭოთა წარმოების T-84-ის ტიპის ტანკების მსგავსია. რეზნიკოვს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის უკრაინულ ტანკი იქნება საბრძოლო ფრონტზე გაგზავნილი.

კომენტარები