რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვრცელდება ვაგნერელების ვიდეო, რომელშიც ქართველებს ემუქრებიან და დროშას შეურაცხყოფენ

კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან

სოციალურ ქსელში ვრცელდება რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ორი რუსი სამხედრო ქართველებს ემუქრება, შემდეგ კი სახელმწიფო დროშას შეურაცხყოფს.

ვიდეოში ვაგნერელები, რომელთაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ, ამბობენ, რომ "ყველას აფრთხილებენ". მათ ვიდეომიმართვა თბილისის ცენტრში რუსეთის დროშის დაწვის საპასუხოდ ჩაწერეს. 

"ისე გამოვიდა, რომ ახლა მხოლოდ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი დგას ჩვენი სამშობლოს, რუსეთის საგარეო საფრთხისგან დასაცავად". – ამბობს ვაგნერელი ჩანაწერში. 

რუსი სამხედროს მტკიცებით, ვიდეო ქართველი მოხალისეების პოზიციებზე შეტევის შემდეგ არის გადაღებული. 

"იცით რას ვუშვრებით იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას შეურაცხყოფენ? თავად ნახეთ და იცოდეთ, რომ შემდეგი იქნებით თქვენ, ***********ო ქართველებო". – ამბობს ვიდეოში ვაგნერელი, რის შემდეგაც ის ტუალეტის კაბინაში აგდებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, შემდეგ კი ზედ შარდავს. 

კომენტარები