აშშ-ის საელჩო საქართველოში

დეგნანი: ქართული ოცნება IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია

მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც IRI-ს შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში განვითარებას და მრავალპარტიულ დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მმართველი პარტია IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. ქართული ოცნების არაერთი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვთ მიღებული [პროგრამებში]. ასე რომ ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმის შესახებ, რა არის საზოგადოების პრიორიტეტები

ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებას IRI-სა და NDI-ს შესახებ. პაპუაშვილის თქმით, NDI-ს და IRI-ს კვლევები არაობიექტურობის ეპითეტად იქცა.

კომენტარები