საზოგადოებრივი აზრის კვლევები

პაპუაშვილი: NDI-ს და IRI-ს კვლევები არაობიექტურობის ეპითეტად იქცა

უპირველეს ყოვლისა უნდა დავფიქრდეთ ამ კვლევების მიზნებზე, ისტორიაზე, ამოცანებზე. NDI, IRI კვლევებთან დაკავშირებით უკვე, ჩემდა სამწუხაროდ იქცა ტერმინად მანიპულაციისა კვლევებთან დაკავშირებით და მე ძალიან ვწუხვარ, რომ სწორედ ასეთი სამწუხარო ნაბიჯებით ხდება გაუფასურება მათ შორის ამერიკის დახმარებისა საქართველოს მიმართ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 30 წელია გრძნოიბს და სწორედ ასეთი მანიპულაციური კვლევები აკნინებს, რა თქმა უნდა, ქართველი ამომრჩევლის, თუ მოქალაქის თვალში ასეთ დახმარებას. კიდევ ერთხელ, საქმე გვაქვს ორ ორგანიზაციასთან - NDI და IRI, ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც არც მთავრობასთან, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ან თახმობით აკეთებენ, დაგეგმვით ამას, არც ოპოზიციასთან, არც არავისთან. ანუ არის უცხოური ორგანიზაცია, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის შიგნით ატაროს პოლიტიკური კვლევები და აქვეყნოს, ეს ერთი. 

აზრს იკვლევს, მაგრამ რას ემსახურება ეს ხომ? საერთო ჯამში, მათ შორის ასეთი სახის ხარჯები, რომელსაც იღებს ბოლოს აისახება, რომ ეს არის დახმარება საქართველოს მიმართ, ოღონდ ისეთი - დაუკითხავი დახმარება. კიდევ ერთხელ, ხელისუფლება უკმაყოფილოა, ოპოზიცია უკმაყოფილოა, არავინ არ ენდობა, საზოგადოება არ ენდობა და რა დანიშნულება აქვს მაშინ ამ კვლევას... ჩვენც ხო საზოგადოების ნაწილი ვართ, პარტიები არ ენდობიან, საზოგადოება არ ენდობა, NDI-ს და IRI-ს კვლევები არაობიექტურობის ეპითეტად იქცა უკვე და საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც იწვევს ხოლმე, დავაკვირდეთ, ნებისმიერი კვლევა, როცა გამოქვეყნდება ხოლმე, ვნახოთ შემდეგ მედია სივრცეში, რა ხდება - პირველი ეს არის დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში. მეორე შემოტანა კვლავ დესტრუქციული დღის წესრიგისა, იმის მიხედვით რომ მანიპულირება მოხდეს და დღესაც ვნახეთ, რომ ყველა თავის სასარგებლო შედეგებს ეძებს ხოლმე და ამას წამოწევს წინ და პირდაპირ მიდის ამაზე პროპაგანდა. შესაბამისად, ინსტრუმენტი, რომელიც იწვევს და რომლის მიზანი არის დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, ამ ინსტრუმენტს ჰქვია პროპაგანდა. შესაბამისად, ამ კვლევებს სხვა არანაირი დანიშნულება, შედეგებიდან თუ ამოვალთ, გარდა პროპაგანდისა არ აქვს. საერთო ჯამში ჩვენ საქმე გვაქვს არა საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობასთან.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები