დოლფ ლუნდგრენი

დოლფ ლუნდგრენი: 8 წელია სიმსივნეს ვებრძვი

Deadline

შვედმა მსახიობმა, დოლფ ლუნდგრენმა უკანასკნელ ინტერვიუში სიმსივნის შესახებ ილაპარაკა, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ებრძვის.

2015 წელს ლუნდგრენს თირკმელზე მცირე ზომის სიმსივნე აღმოუჩინეს. მსახიობმა ოპერაცია გაიკეთა და გეგმიურად გადიოდა შემოწმებებს. 2020 წელს მან თავი ცუდად იგრძნო, ექიმებმა იმავე ადგილას კიდევ ხუთი მცირე ზომის სიმსივნე აღმოაჩინეს. ამოკვეთის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ლუნდგრენს კიდევ ერთი წანაზარდი ღვიძლზე უპოვეს.

"ღვიძლზე სიმსიმნოვანი წარმონაქმნი იპოვეს, რომელიც იმ დროისთვის ლიმნის ხელა იყო. მითხრეს რომ ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია და მკურნალობა დამინიშნეს. ექიმმა მითხრა რომ 2 ან 3 წელს ვიცოცხლებ, მაგრამ მისი გამომეტყველებით მივხვდი, რომ მაგდენი დროც აღარ მაქვს დარჩენილი". – ამბობს ლუნდგრენი. 

მოგვიანებით მსახიობმა დიაგნოზი სხვა ექიმთან, ლონდონში გადაამოწმა. ონკოლოგმა ლუნდგრენს უფრო მეტად იმედისმომცემი მკურნალობა დაუნიშნა.

"საბედნიეროდ ახალმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ძველი მკურნალობით ალბათ 3 თვეში მოვკვდებოდი. თავდაპირველად სიმსივნის 20-30%-ით შემცირებას ვვარაუდობდით. დღეისთვის სიმსივნოვანი წარმონაქმნი 90%-ით შემცირდა. ამოკვეთის შემდეგ სიმსივნისგან სრულად თავისუფალი ვიქნები, რა თქმა უნდა მომავალში მედიკამენტების მიღება მომიწევს". – ამბობს მსახიობი.

დოლფ ლუნდგრენი შვედი მსახიობი და სპორტსმენია. კინოკარიერა 80-იან წლებში დაიწყო. მძაფრსიუჟეტიანი კინოს ვარსკვლავის სტატუსი ფილმ Rocky IV-ში შესრულებულმა რუსი მოკრივის, ივან დრაგოს როლმა მოუტანა. 40 წლის განმავლობაში ნათამაშები აქვს ასზე მეტ ფილმში. ბოლო წლების დასამახსოვრებელ პროექტებს შორის არის ტრილოგია Expendables.

კომენტარები