რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

განგი ევროკავშირს: გაფრთხილებთ, თუ სანქციებს დაგვიწესებთ, მკაცრი რეაგირება გვექნება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ გაგნი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი

9 მაისს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განგმა გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი გააფრთხილა, რომ პეკინი მკაცრი რეაგირება ექნება, თუ ევროკავშირი ჩინურ კომპანიებს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დასახმარებლად მათი პოტენციურ როლის გამო სანქციებს დაუწესებს.

„ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე ჩვენ ვმოქმედებთ რეგულაციებისა და კანონების მიხედვით..ჩინეთსა და რუსულ საწარმოებს აქვთ ნორმალური გაცვლა და თანამშრომლობა, რაც არ უნდა დაზარალდეს“, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფრთხილებასთან დაკავშირებით განგს უთხრა, რომ ჩინეთის ვალდებულებაა, დარწმუნდეს, რომ მისი კომპანიები რუსეთს იარაღს არ მიაწოდებდნენ, ვინაიდან ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში იქნება გამოყენებული.

"ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით გარკვეულ ქვეყნებს, ქვეყნების გარკვეულ ბლოკებს, რომლებიც იყენებენ თავიანთ ე.წ. კანონებს გრძელვადიანი იურისდიქციისა და ცალმხრივი სანქციების განსახორციელებლად სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის წინააღმდეგ. თუ ეს მოხდება, ჩინეთი რეაგირებას მოახდენს საჭირო გზებით." - თქვა განგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩინეთის გაფრთხილება მოჰყვა ევროკომისიის სანქციების პაკეტს, რომელსაც POLITICO-ს ინფორმაციით, დაემატა 8 ჩინური კომპანია. მედიის ინფორმაციით, აქედან 6 კომპანიის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში იყო და ისინი სანქციებისთვის გვერდის ავლით რუსეთს ორმაგი დანიშნულების საქონლით, მათ შორის მიკროჩიპებით ამარაგებდნენ.

"სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, განვიხილავთ მიზანმიმართულ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქცირებული საქონელი და ორმაგი დანიშნულების საქონელი არ მოხვდეს არასწორ ხელში. ეს არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ეხება კონკრეტულად ამ სანქცირებულ საქონელს. მაგრამ ჩვენ ველით, რომ ყველა ქვეყანა, ისევე როგორც ჩინეთი, ამ თვალსაზრისით მოახდენს შესაბამის გავლენას მათ კომპანიებზე." - თქვა ბერბოკმა.

კომენტარები