ქართული ოცნება

პაპუაშვილი: აუდიტის სამსახური ოპოზიციური პარტიების უკანონო დაფინანსებით უნდა დაინტერესდეს

თითქოს რომელიღაც NGO აწყობს ღონისძიებებს – სინამდვილეში ეს არის ყალბი NGO, რომელიც დაფუძნებულია გირჩის პოლიტსაბჭოს წევრების მიერ და ეს არის ჩვეულებრივი სქემა იმისთვის, რომ კანონის გვერდის ავლით მიიღონ უცხოური დაფინანსება. მე მოვუწოდებ, მათ შორის, აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს ამ სქემებით. რამდენიმე სხვა ასეთი სქემაც ვნახეთ ჩვენ, თუნდაც დროას და სხვა პარტიების შემთხვევაში, რომ შექმნილია ყალბი NGO-ები და უცხოეთიდან ფინანსდება პარტიები, რაც აკრძალულია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ეს ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში.

[...] გირჩის შემთხვევაში, დროას შემთხვევაში, სხვა პარტიების შემთხვევაში, ევროპულ საქართველოსაც აქვს ჩამოყალიბებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არის არა უბრალოდ აფილირებული ამ პარტიებთან, პირდაპირ მათივე დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულისა, რომელიც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და, ზოგადად, ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროვონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

კომენტარები